ახალი ამბები

რატომ გადაიდო მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტის განხილვა

1 დეკემბერი, 2017 • 1712
რატომ გადაიდო მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტის განხილვა

„არის განსაკუთრებული, ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ასევე, გარკვეული კითხვები არსებობს დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით შედგება დამატებითი კონსულტაციები და შემდეგ დავუბრუნდებით საპარლამენტო განხილვას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტის განხილვის გადადების მიზეზი განმარტა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა საჭიროებს დროს და კონსულტაციებს.

„ჩვენ განვიხილავთ საკმაოდ მსხვილ პაკეტს, რომლის განხილვა საჭიროებს დროს, კონსულტაციებს და აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა გადადება განხილვისა. ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით მომდევნო კვირაში. რა თქმა უნდა, აქტუალურია ისეთი საკითხები, როგორიცაა სამინისტროების შერწყმა. როგორც მოგეხსენებათ, არის განსაკუთრებული, ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ასევე, გარკვეული კითხვები არსებობს დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით შედგება დამატებითი კონსულტაციები და კონსულტაციების შემდეგ უკვე დავუბრუნდებით საპარლამენტო განხილვას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი