ახალი ამბები

საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში აფხაზეთის და ცხინვალის საკითხის დაყენებას აპირებს – ქორეპისკოპოსი

1 დეკემბერი, 2017 • 2094
საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში აფხაზეთის და ცხინვალის საკითხის დაყენებას აპირებს – ქორეპისკოპოსი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, რომელიც 3 მღვდელმთავრისაგან შედგება, მოსკოვში დღეს მიემგზავრება. დელეგაციაში შედიან: მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი და მოსკოვის სამრევლოს ხელმძღვანელი მირიანი.

მიწვეული იყო ილია მეორე, თუმცა, საპატრიარქოს განმარტებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე რუსეთის საპატრიარქოს ტიტულის აღდგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვში არ გაემგზავრება. მიზეზი ჯანმრთბელობის მდგომარეობაა.

“ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას სადღესასწაულო ღონისძიებაში. მე ვფიქრობ, რომ იქნება შეხვედრა [რუსეთის პატრიარქთან.  აფხაზეთის და ცხინვალის საკითხს აუცილებლად დავაყნებთ, ყოველთვის, ნებისმიერ შეხვედრაზე დგება ეს საკითხი. საუბარი აუცილებელია ნებისმიერ მხარესთან, რომელსაც შეუძლია რაიმე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ურთიერთობაზე”, – ამბობს მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.

1 ნოემბერს საპატრიარქოში სტუმრად იყო რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელმაც ილია მეორე მოსკოვში მიიწვია. ილია მეორემ მაშინ განაცხადა, რომ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეუწყობდა, მოსკოვში წავიდოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი