ახალი ამბები

კვირიკაშვილი კალაძეს: იქნებ გამოვისყიდოთ “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობა და განვაახლოთ

30 ნოემბერი, 2017 • 4007
კვირიკაშვილი კალაძეს: იქნებ გამოვისყიდოთ “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობა და განვაახლოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის გამზირზე მდებარე “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვის სურვილს გამოთქვამს. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა დღეს, სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისის” გახსნაზე გააკეთა და თბილისის მერს ამ ინიციატივით მიმართა. პრემიერის განცხადებით, “ლაღიძის წყლების” აღდგენა ბევრი თბილისელის სურვილია. კვირიკაშვილი ვარაუდობს, რომ ადგილი ტურისტებისთვისაც მიმზიდველი იქნება:

“მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს თბილისს კიდევ არაერთი ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი შეემატება განახლებული სახით. მე ვისურვებდი, რომ ლაღიძის წყლები და ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა, ასევე მინდა ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, რომ იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ რა თქმა უნდა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, იქნებ გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ ის. ეს არის ძალიან ბევრი თბილისელის სურვილი, და რა თქმა უნდა, არა ამ მასშტაბით, მაგრამ ესეც შეიძლება გახდეს ტურისტებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახსოვს და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს ლაღიძის წყლებთან და აი, ამ ადგილთან, მათთვის იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი” – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა “გალერია თბილისის” გახსნის ცერემონიაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი