ახალი ამბები

მარგველაშვილი: თამარ სანიკიძეს აქვს უმწიკვლო ბიოგრაფია

16 ივლისი, 2013 • • 1666
მარგველაშვილი: თამარ სანიკიძეს აქვს უმწიკვლო ბიოგრაფია

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მინისტრის კანდიდატურა მან საქართველოს პრემირ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეათანხმა და  ამ თანამდებობაზე თამარ სანიკიძე მხოლოდ მას შემდეგ წარადგინა.

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თამარ სანიკიძეს აქვს უმწიკვლო ბიოგრაფია. ის სწავლობდა ჯიპაში და ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტში. პრეზიდენტობის კანდიადტის განცხადებით, თამარ სანიკიძის მინისტრობის პერიოდში სამინისტროს კურსი არ შეიცვლება. 

 

“ჩვენ მივაღწიეთ განათლების და მეცნიერების სფეროს  დეპოლიტიზაციას. ჩვენ ვიცოდით, როგორ იმართებოდა განათლების სისტემა და მნიშვნელოვანი იყო ამ სისტემიდან პოლიტიკის ელემენტის ამოღება და გადაყვანა ნორმალურ რელსებზე. სასიშროება მდგომარეობდა იმაში, რომ ამ პროცესში შეიძლებოდა მომხდარიყო მენეჯმენტური ჩავარდნა, თუმცა ეს არ მოხდა. სისტემა მუშაობს თავისუფლად, მმართველობის მკაცრი ხელის გარეშე. მუშაობს ეფექტურად და ამისთვის მე მიმნდა საგანგებო მადლობა ვუთხრა ყველა იმ პროფესორს და მასწავლებელს, რომელიც ამ პროცესში ჩვენ გვერდში ამოგვიდგა” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, განათლების კურსი და რეფორმა დაგეგმილია და სამინისტრო უნდა გადავიდეს მის განხორციოელებაზე: “რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგა. განათლების სამინისტროს კურსი არ შეიცვლება. ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაიხვეწება, გახდება საზოგადოებისათვის ცნობადი და მოსმენილი იქნება მათი აზრი. ასეთი მასშტაბებით არის ეს ყველაფერი დაგეგმილი.” 

 

გიორგი მარგველაშვილის თანამდებობის დატოვების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იგი  კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა მას თანამდებობის დატოვებს არ ავალდებულებს, მარგველაშვილმა გადადგომის გადაწყვეტილება მაინც მიიღო. 

 

13 ივლისს გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი შემცვლელის შესახებ კონსულტაციები გამართა პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა ვინაობა საჯაროდ არ დაასახელა და განაცხადა, რომ საზოგადოებისთვის მომავალი მინისტრის შესახებ უახლოეს დღეებში გახდებოდა ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი