ახალი ამბები

მაქვს რწმენა, რომ უკრაინაში პატივს სცემენ კანონის უზენაესობას – კელი სააკაშვილის შესაძლო დაკავებაზე

30 ნოემბერი, 2017 • 1415
მაქვს რწმენა, რომ უკრაინაში პატივს სცემენ კანონის უზენაესობას – კელი სააკაშვილის შესაძლო დაკავებაზე

ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისი დაკავების განკარგულება გასცა.

“მე არ მინახავს ეს განცხადება, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ როგორც საქართველო, ასევე, უკრაინა ამერიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა. ამერიკას დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული უკრაინის დემოკრატიის გაძლიერებაში და მე ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მე მაქვს დიდი რწმენა ჩვენს პარტნიორებში და იმაში, რომ უკრაინაში პატივს სცემენ კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს, ხოლო ყველა პროცესი სამართლებრივად იქნება გადაწყვეტილი,” – განუცხადა იან კელიმ ჟურნალისტებს.

შესაძლო დაკავებაზე მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა:

“მათ მომავალ 2-3 დღეში, 3 დეკემბრის მარშამდე უნდა განახორციელონ ჩემი დაკავების, იზოლაციის და ნეიტრალიზაციის გეგმა. მათ წამოწიეს ჩემი ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში მუშაობის დროინდელი არარსებული საქმეები და მათ უნდათ, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც ძალაუფლების გადამეტება,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი