ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა რეგიონში საუკეთესოა

30 ნოემბერი, 2017 • 1210
პრემიერი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა რეგიონში საუკეთესოა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 2017 წლის 10 თვეში 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. პრემიერის განცხადებით, ყველაფერი უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ მომავალ წელს ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი ზრდა იყოს.

“კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა, არის ის, რომ წინაწარი მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრისთვის ეკონომიკური ზრდა 5.7% გახლავთ. 10 თვეში 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს არის რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგი. ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად მეტი დინამიკა შევქმნათ ეკონომიკაში. დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმი, რომელიც შედგა, ის პროექტები, რომლებსაც ხელი მოწერა და რომლებიც იგეგმება, შექმნის გაცილებით მეტ დინამიკას და მომავალ წელს ყველა საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზით გველოდება უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა, ვინაიდან წელს მათ მოლოდინებს გადავაჭარბეთ, მომავალ წელს უნდა ვეცადოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ პროგნოზებს გავცდეთ დადებითი კუთხით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

აღნიშნული გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 30 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე 34 პროექტი განიხილება, მათ შორის ერთი საიდუმლოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი