ახალი ამბებიეკონომიკა

საქსტატი: წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5,7 პროცენტია

30 ნოემბერი, 2017 • 3824
საქსტატი: წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი  5,7 პროცენტია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის წინასწარი შეფასებით, 2017 წლის ოქტომბერში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,7 %-ია. ხოლო 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,9 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ოქტომბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობასა და უძრავი ქონებით ოპერაციების სფეროებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი