სააკაშვილი: პოროშენკომ ჩემი დაკავების განკარგულება გასცა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო მის დაკავებას გეგმავს. განცხადებას სააკაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

“დღეს ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ პეტრო პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა “წითელი ხაზი” და გასცა განკარგულება ჩემი დაკავების შესახებ, სახელმწიფო გადატრიალების მოგონილი მცდელობისა და ოდესის გამოგონილი საქმის გამო. ”

მისი თქმით, განკარგულება პოროშენკომ უკრაინის პროკუკრორ იური ლუცენკოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს გაუგზავნა.

მათ მომავალ 2-3 დღეში, 3 დეკემბრბის მარშამდე უნდა განახორციელონ ჩემი დაკავების, იზოლაციის და ნეიტრალიზაციის გეგმა. მათ წამოსწიეს ჩემი ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში მუშაობის დროინდელი არარსებული საქმეები და მათ უნდათ, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც ძალაუფლების გადამეტება”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გარდა ამისა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის უსაფრთოხების სამსახური აუდიოჩანაწერის ფალსიფიცირებას აპირებს, რისთვისაც უწყებამ მისი ხმის ნიმუში გამოითხოვა.

“ორი დღის წინ, მათ გამოითხოვეს ჩემი ხმის ნიმუში, აუდიოჩანაწერის ფალსიფიკაციის მიზნით, რომლის გამოქვეყნებასაც ისინი ჩემი დაკავების დღეს აპირებენ, რათა ყველა დააშინონ და  მოკლან უკრაინელთა მშვიდობიანი პროტესტის სული, ” – განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.

პრესკონფერენციის დროს მიხეილ სააკაშვილმა  პოროშენკოს ბრალი დასდო მისი თანამოაზრეების ქვეყნიდან გაძევებაში, მისი მძღოლის ცემასა და მისი პარტიის “რუხ ნოვიხ სილის” სახელით  ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებაში.

დღესვე მიხეილ სააკაშვილის იურისტებმა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობით მიმართეს, რის შესახებაც სააკაშვილმა ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა.

დღეს, ჩემი იურისტები იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობით მიმართავენ იმის თაობაზე, რომ ევროპული სასამართლოს მიერ ასეთი გადაწყვეტილებისა და პოლიტიკური დევნის ამ ფაქტის გამო (იგულისხმება ვანო მერაბიშვილის საქმე), ჩემი ექსტრადაცია საქართველოში , პრინციპში, შეუძლებელია,” – განმარტავს მიხეილ სააკაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან