ახალი ამბები

lifenews: რუსეთ–საქართველოს საზღვართან რუსულმა მხარემ სპეცოპერაცია ჩაატარა

15 ივლისი, 2013 • • 1569
lifenews: რუსეთ–საქართველოს საზღვართან რუსულმა მხარემ სპეცოპერაცია ჩაატარა

 საუბარია რამდენიმე დაღესტნელ მებრძოლზე, რომლებიც გუშინ დაღესტანში პოლიციის მანქანას დაესხნენ თავს და 4 სამართალდამცველი მოკლეს. “ლაიფნიუსის” ცნობით, ზემოხსენებულ ამბოხებულ მებრძოლებს რუსმა სამართალდამცველებმა ერთდღიანი ძებნის შედეგად რუსეთ–საქართველოს საზღვრის სიახლოვეს მიაგნეს, დაღესტნის სოფელ ჩაროვალში, სადაც ერთ–ერთ სახლში გამაგრებული მებრძოლები ალყაში მოაქციეს. ორმხრივი სროლის შედეგად ორი მათგანი მოკლეს. მებრძოლების აღმოჩენის ოპერაციაში ათეულობით სამართალდამცველი, ასევე, ავიაცია მონაწილეობდა.

 

საქართველოს შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საქართველოს საზღვარი დაღესტანში არავის გადმოულახავს, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის ინციდენტი არ მომხდარა. შს უწყებაში ამბობენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა სპეცოპერაცია ჩატარდა დაღესტანში, რუსეთის ტერიტორიაზე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი