ახალი ამბები

სახალხო დამცველობის კანდიდატების კენჭისყრა გადაიდო

29 ნოემბერი, 2017 • 1428
სახალხო დამცველობის კანდიდატების კენჭისყრა გადაიდო

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატებისთვის კენჭისყრა დღეს, 29 ნოემბერს აღარ გაიმართება.

გადადების შესახებ საკითხი ირმა ინაშვილმა დააყენა. მისი განცხადებით, არ იცოდნენ, რომ კენჭისყრა დღეს იყო დაგეგმილი, “საქართველოს პატრიოტების” მიერ წამოდგენილი კანდიდატი კი მხოლოდ დღეს, გვიან ღამით ჩამოვა საფრანგეთიდან. მათ მოითხოვეს კენჭისყრისა და საკითხის განხილვის გადადება, რათა გიორგი ფოფხაძესაც მისცემოდა შესაძლებლობა, რომ პარლამენტში მისთვის მოესმინათ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკითხის განხილვის გადადება მიუღებელია, რადგან უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატი ნინო ლომჯარია უკვე ჩასულია ქუთაისში. ბიუროს გადაწყეტილებით, ლომჯარიას დღეს, 29 ნოემბერს, მოუსმენენ, ხოლო გიორგი ფოფხაძეს – ხვალ, 30 ნოემბერს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი