ახალი ამბები

ალასანიას თქმით, ვიდეომუქარის გამოძიების საკითხი ღირსების საქმეა

15 ივლისი, 2013 • • 1003
ალასანიას თქმით, ვიდეომუქარის გამოძიების საკითხი ღირსების საქმეა

 

როგორც მინისტრმა დღეს, 15 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეიარაღებული ძალები გამოძიების პროცესს ყურადღებით აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში თავისი რესურსების ჩართვასაც არ გამორიცხავენ.

 

“ნატოსთან ერთად გაანალიზებული იქნა ის ვიდეორგოლი, რომელიც ატვირთულ იქნა საქართველოში და რომელიც შეიცავდა მუქარას ჩვენი სახელმწიფოს და შეიარაღებული ძალების მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ამ მოვლენასა და თავდასხმებს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს, რომელიც განხორციელდა შეიარაღებულ ძალებზე ავღანეთში. ჩვენ, შეიარაღებული ძალები, თითოეული ჯარისკაცი და მე, როგორც მინისტრი, ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით ამ გამოძიების მიმდინარეობას. მე არაერთხელ მქონდა საუბარი და შეხვედრა შს მინისტრთან. ჩვენ გვაიმედებენ, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეული პროგრესი იქნება გამოძიებაში. ჩვენი სახელმწიფო ღირსების საქმეა, რომ ყველა დეტალი ამ ამორალური, სულმოკლე ადამიანების მიერ დაგეგმილი დანაშაული იქნეს გამოძიებული, დადგენილი უნდა იქნას როგორც შემკვეთები, ასევე, შემსრულებლები და სამაგალითოდ დასჯილები. ეს არის ჩვენი ამოცანა. ველოდებით გამოძიების შედეგებს და არ გამოვრიცხავ, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ოპერატიული–სადაზვერვო საშუალებებითაც ჩავერთოთ ამ გამოძებაში”, – განაცხადა ალასანიამ.

 

როგორც ცნობილია, ზემოხსენებული ვიდეომუქარის საქმეზე გამოძიებას შსს აწარმოებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი