ახალი ამბები

სასულიერო პირების სასამართლო პროცესი გადაიდო

15 ივლისი, 2013 • 1145
სასულიერო პირების სასამართლო პროცესი გადაიდო

პროცესი სასულიერო პირების ადვოკატების მოთხოვნით გადაიდო, კერძოდ, ადვოკატების განცხადებით, ისინი დღეს ჩერთვნენ პროცესში და საქმის მასალებს სათანადოდ არ იცნობენ.

 

სასამართლოს სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა 30-მდე სასულიერი პირი, ასევე, პოლიტიკოსები და ის აქტივისტები, რომლებიც მონაწილეობდნენ 17 მაისის კონტრდემონსტრაციაში.

 

17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს – სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი 23 მაისს, დილით, წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. მუხლი, რომლითაც სასულიერო პირებს წაუყენეს ბრალი, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. პროკურატურამ მათთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდება არ მოითხოვა.

 

სასამართლო პროცესი დღეს, 15 ივლისს უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო 23 ივლისისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი