ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 45 პროცენტს საქართველოს პოლიციის საქმინობა მოსწონს

15 ივლისი, 2013 • • 991
NDI: გამოკითხულთა 45 პროცენტს საქართველოს პოლიციის საქმინობა მოსწონს

გამოკითხულთა 45 პროცენტი კარგად აფასებს საქართველოს პოლიციის საქმინობას. 2013 წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვით ეს მაჩვენებელი 44 პროცენტი იყო. 33 პროცენტი (მარტში 39 პროცენტი) დადებითად აფასებს კოალიცია “ქართული ოცნების” საქმინობას. 20 პროცენტი კარგად აფასებს მთავარი პროკურატურის საქმინობას, ხოლო 23 პროცენტი- სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას. 

 

2013 წლის კვლევის თანახმად, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელიც პარლამენტის საქმინობას დადებითად აფასებს. გამოკითხულთა 20 პროცენტს მოსწონს პარლამენტის საქმინობა. 2013 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 27 პროცენტი იყო. არ შეცვლილა სახალხო დამცველის საქმინობის შეფასების მაჩვენებელი. უჩა ნანუაშვილის უწყება სტაბილუტრად 15 პროცენტს ინარჩუნებს.

 

გამოკითხულთა 17 პროცენტს მოსწონს სასამართლოს საქმინობა, ეს მაჩვენებელი მარტთან შედარებით 3 პროცენტით არის გაზრდილი. დადებითად აფასებს გამოკითხულთა 12 პროცენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმინობას. ადგილობრივი ხელისუფლების საქმინობა გამოკითხულთა 14 პროცენტს მოსწონს. საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმინობა მოსწონს გამოკითხულთა 10 პროცენტს.

 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის საქმიანობა მოსწონს 7 პროცენტს, ხოლო პროფკავშირების საქმინობა- 6 პროცენტს, “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის საქმინობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 7 პროცენტი.  

 

NDI-ის დაკვეთით კვლევა მიმდინარე წლის ივნისში ჩაატარა “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა”. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.

 

კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები ჩატარდა 2013 წლის 12–26 ივნისს. გამოიკითხა 2338 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +–2,9 პროცენტი.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი