ხვალ, 30 ნოემბერს სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი” გაიხსნება

ხვალ, 30 ნოემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე ახალი სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი” გაიხსნება. გახსნის ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.

ხვალვე გაიხსნება სავაჭრო ცენტრში განლაგებული ობიექტების ნაწილი. მათ შორის:

H&M, Armani Exchange, Calvin Klein Jeans, Lacoste, Trussardi, Karl Lagerfeld, Guess, IKKS, Roman, BNG, Timberland, Stenders, Delfy, Six, OVS, New Yorker, Yves Rocher, Calzedonia, Camicissima, Mavi, Lee/Wrangler, Levis, Jysk, DiOggi, Okaidi, Studio By Shoes Gallery/Ecco/Geox, Dots, VaBene, Prime Gallery, Pull love, Roberto Bravo, Georgian Designers Corner, Party Deco, Mcdonads, Burger King, Mr. Cook, Coffeesta, Mr. Gyros, ატრიო, ავთანდილი, ლუტეცია, კენარი, რონიკო, ართთაიმი, დელფოსი, ფექტორი, ესპაჩო, XS სათამაშოები, ქალთა ბედნიერება, თიბისი ბანკი, ბოულინგ ცენტრი ბოლრუმი და კინოეთატრი კავეა.

გახსნის ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ცერემონიის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და აქტივობები, იქნება მუსიკალური გაფორმებაც. ზოგი ბრენდი კი სტუმრებს სპეციალურ ფასდაკლებებს შესთავაზებს. რაც შეეხება დანარჩენ ბრენდებს, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი ეტაპობრივად, 3 თვის განმავლობაში გაიხსნება.
გარკვეული ბრენდები სავაჭრო ცენტრში მოსულ სტუმრებს აქციებს და
ფასდაკლებებს შესთავაზებენ.


“გალერია თბილისი” საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. ფონდმა აღნიშნული პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ჯამურმა ინვესტიციამ 97 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.