ახალი ამბები

წულუკიანი და ალასანია – მინისტრები, რომელთა საქმიანობას ყველაზე დადებითად აფასებენ

15 ივლისი, 2013 • 1101
წულუკიანი და ალასანია – მინისტრები, რომელთა საქმიანობას ყველაზე დადებითად აფასებენ

მარტთან შედარებით, 10-დან 7%-მდე შემცირდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა აზრით ძალიან კარგად მუშაობს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

გამოკითხულთა 6% ფიქრობს, რომ ძალიან კარგად მუშაობს განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი. მის შემდეგ ყველაზე დადებით შეფასებას იმსახურებს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის საქმიანობა (5% – ძალიან კარგად, 25% – კარგად).

 

კვლევის ამ ნაწილში მინისტრებს შორის ბოლო ადგილზეა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე (გამოკითხულთა 2% მის საქმიანობას აფასებს ძალიან კარაგდ, ხოლო 13% – კარგად).

NDI-ის დაკვეთით კვლევა მიმდინარე წლის ივნისში ჩაატარა “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა”. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.

 

კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები ჩატარდა 2013 წლის 12–26 ივნისს. გამოიკითხა 2338 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +–2,9 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი