ახალი ამბები

ლუის ნავარო: უცნობია, რა არჩევანს გააკეთებს რესპონდენტთა ნახევარი არჩევნების დღეს

15 ივლისი, 2013 • • 1023
ლუის ნავარო: უცნობია, რა არჩევანს გააკეთებს რესპონდენტთა ნახევარი არჩევნების დღეს

ეს განცხადება ნავარომ სასტუმრო “რედისონში”  NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გააკეთა:

 

ლუის ნავარო
ლუის ნავარო

“პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და კოალიაცია “ქართული ოცნება” კვლავ რჩებიან ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ მოთამაშეებად საქართველოში. ამავდროულად, გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი ოპოზიციის არსებობა და ასეთად “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებენ.

 

წინასაარჩევნო პერიოდში, ამ ადრეულ ეტაზე, გიორგი მარგველაშვილი 3/1 შეფარდებით წინ უსწრებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაუსახელებელ კანდიდატს, თუმცა უცნობია, რა არჩევანს გააკეთებს რესპონდენტთა თითქმის ნახევარი არჩევნების დღეს”.

 

NDI-ის დაკვეთით კვლევა მიმდინარე წლის ივნისში ჩაატარა “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა”. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.

 

კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები ჩატარდა 2013 წლის 12–26 ივნისს. გამოიკითხა 2338 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +–2,9 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი