ახალი ამბები

გამოკითხულთა 26-მა პროცენტმა არ იცის, ვის ისურვებდა პრეზიდენტად

15 ივლისი, 2013 • 997
გამოკითხულთა 26-მა პროცენტმა არ იცის, ვის ისურვებდა პრეზიდენტად

NDI-ის კვლევის მიხედვით, ზემოთ აღნიშნულ შეკითხვაზე გამოკითხულთა რიცხვი, რომელთა პასუხია  “არ ვიცი”, 26%-ს შეადგენს. 

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს შემდეგ პრეზიდენტად ისურვებდა გამოკითხულთა 10%. 7% ამბობს, რომ არც ერთ დასახელებულ კანდიდატს არ ისურვებდა პრეზიდენტად. 5% მხარს უჭერს ნინო ბურჯანაძეს, 4% – გიორგი თარგამაძეს, 3% – შალვა ნათელაშვილს, 3% – სალომე ზურაბიშვილს.

 

გამოკითხულთა 5% უარს აცხადებს პასუხზე, ხოლო 8% ვინმე სხვა კანდიდატს დაუჭერდა მხარს. „სხვა“ მოიცავს: „მაინც მიხეილ სააკაშვილი“ – 2%, ირაკლი ალასანია – 2%, ბიძინა ივანიშვილი – 2%, სხვა (ისინი, ვისი პროცენტული მაჩევებელი არ არის 0.4%–ზემაღალი) – 2%).

 

აღნიშნული მონაცემები ასახავს გამოკითხულთა პირველ არჩევანს, ამასთან, 41% აცხადებს, რომ მეორე არჩევანი არ აქვს.

 

NDI-ის დაკვეთით კვლევა მიმდინარე წლის ივნისში ჩაატარა “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა”. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.

 

კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები ჩატარდა 2013 წლის 12–26 ივნისს. გამოიკითხა 2338 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +–2,9 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი