ახალი ამბები

NDI: მოსახლეობის 52 პროცენტის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართული ოცნება” დგას

15 ივლისი, 2013 • • 1006
NDI: მოსახლეობის 52 პროცენტის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართული ოცნება” დგას

ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, 10% აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დგას მის შეხედულებებთან ახლოს, ხოლო 15 პროცენტი აცხადებს, რომ არც ერთი პარტია არ მოსწონს, ათმა პროცენტმა კი კითხვაზე პასუხი არ იცის.

 

 

NDI-ის დაკვეთით კვლევა მიმდინარე წლის ივნისში ჩაატარა “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა”. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.

 

კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები ჩატარდა 2013 წლის 12–26 ივნისს. გამოიკითხა 2338 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +–2,9 პროცენტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი