26 მაისს თბილისში ჯეიმს ბლანტის კონცერტი გაიმართება

2018 წლის 26 მაისს თბილისში ბრიტანელი მომღერლის, ჯეიმს ბლანტის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორი, Black Pearl Live ავრცელებს.  როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ბრიტანელი ვარსკვლავი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა და სიმღერებს მისი ბოლო ალბომიდან, სახელწოდებით Afterlove შეასრულებს.

ღონისძიება თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბილეთების გაყიდვა კი 1 დეკემბერს დაიწყება. კონცერტში მონაწილეობას, ბრიტანელი შემსრულებლის გარდა, როკ ბენდი სამხრეთ აფრიკიდან “The Parlotones” და ქართული ჯგუფები ,Young Georgian Lolitaz და  Loudspeakers-იც მიიღებენ.

ბილეთები TKT.ge-ზე გაიყიდება და მათი ღირებულება 120 ლარიდან 325 ლარამდე მერყეობს:

  • Golden Ring-ის ბილეთები : 325 ლარი
  • Silver Ring-ის ბილეთები:
  • სივრცე 1 : 120 ლარი
  • სივრცე 2 : 130 ლარი
  • სივრცე 3 : 140 ლარი
    დასაჯდომი ბილეთები :
  • სივრცე 1 : 120 ლარი
  • სივრცე 2 : 130 ლარი
  • სივრცე 3 : 140 ლარი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.