ახალი ამბები

NDI: პატრიარქი ისევ რჩება ყველაზე მოწონებად პიროვნებად საქართველოში

15 ივლისი, 2013 • • 992
NDI: პატრიარქი ისევ რჩება ყველაზე მოწონებად პიროვნებად საქართველოში

გამოკითხულთა 92%-ს მოსწონს ილია მეორე. ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა პატრიარქს მარტის კვლევის მონაცემებითაც.

 

6%-ით შემცირდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც მოსწონთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი (75-დან 69%-მდე).

 

თუკი მარტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 66%-ს მოწონდა, ახლა ეს მაჩვენებელი 61%-მდეა შემცირებული.

 

ლუის ნავაროს შეფასებით, ეს ძალიან დადებითი მაჩვენებელია.

 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ყველაზე მოწონებადი ოპოზიციური ფიგურაა და მისი მოწონების მაჩვენებელი შეადგენს 48 პროცენტს. ხოლო კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი გამოკითხულთა 45%-ს მოსწონს.

 

NDI-ის კლევის თანახმად, გამოკითხულთა 72 პროცენტი “ძალიან კარგად” აფასებს პატრიარქის საქმიანობას, ბიძინა ივანიშვილისას – 18 პროცენტი, ხოლო დავით უსუფაშვილისას – 5 პროცენტი.

 

NDI-ის დაკვეთით კვლევა მიმდინარე წლის ივნისში ჩაატარა “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა”. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.

 

კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები ჩატარდა 2013 წლის 12–26 ივნისს. გამოიკითხა 2338 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +–2,9 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი