ახალი ამბები

ერთადერთი გზა არის დასავლეთი – ეპისკოპოსი მელქისედეკი

29 ნოემბერი, 2017 • 11832
ერთადერთი გზა არის დასავლეთი – ეპისკოპოსი მელქისედეკი

“აშშ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძლიერი მოკავშირეა. ჩვენ ვცდილობთ, რომ მასთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს”, – ეს განცხადება აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა გააკეთა ვაშინგტონში ვიზიტისას.

“მრევლს ჩვენ თვითონ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა არის დასავლეთი, რა ღირებულებებია, ამ უდიდეს ისტორიულად ქრისტიანულ ქვეყნებთან ურთიერთობა აუცილებელია. ყოველთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ. ერთადერთი გზა არის დასავლეთი”, – ამბობს ეპისკოპოსი.

“ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია ჩვენი თავისუფლების გზაზე. რუსეთი ამდენი წელია ღიად გვეომება, ამიტომ ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია”, – ეს განცხადება აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ქორეპისკოპოსმა იაკობმა გააკეთა. მის კომენტარს რ2 ავრცელებს.

აშშ-ში ვიზიტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დელეგაცია მართავს.

“ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით [აშშ-ში]. ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ ვიზიტს იმიტომ ჰქონდა, რომ ნახოს ამერიკამ, ჩვენმა სტრატეგიულმა [პარტნიორმა]. ღმერთმა სხვებიც ამრავლოს, [მაგრამ] ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია ჩვენი თავისუფლების გზაზე. რუსეთი რამდენი წელია ღიად გვეომება, ამიტომ ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია. ნახეს, რომ ეკლესიაც არ ვაპირებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებთან რაღაც დათმობებზე წასვლას. თავისუფლების გაყიდვა არაფრად გვიღირს”, – თქვა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი