ახალი ამბები

თბილისის მერიამ 33 ოჯახს საცხოვრებელი ფართი 1 ლარად გადასცა

29 ნოემბერი, 2017 • 1308
თბილისის მერიამ 33 ოჯახს საცხოვრებელი ფართი 1 ლარად გადასცა

თბილისის მერიამ 33 ოჯახს სიმბოლურ ფასად  – 1 ლარად გადასცა საცხოვრებელი სახლი ფონიჭალაში.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მერმა კახა კალაძემ დღეს, 29 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“წინასაარჩევნო კამპანიის დროს გავაკეთეთ რამდენჯერმე განცხადება, რომ ძალიან ბევრი ოჯახია,  ვინც ცხოვრობს დედაქალაქში, წლების განმავლობაში, შვილები, შვილიშვილები გამოზარდეს და ვერ ახერხებენ დაკანონებას. დღეს გამოგვაქვს საცხოვრებელი ფართები ფონიჭალის მესამე მიკრორაიონის 28-ე კორპუსსა და მეოთხე მიკრორაიონის მე-11 კორპუსში მცხოვრებ 33 ოჯახისთვის. რომლებიც გადაეცემათ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად და დაუკანონდებათ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის დაპირებით, მერია გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და ვისაც დაკანონების პრობლემა აწუხებს, თბილისის მთავრობა მაქსიმალურად დაეხმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი