ახალი ამბები

ამერიკას ჩვენთვის არასდროს უღალატია, რუსეთი ამდენი წელია გვეომება – მეუფე იაკობის ახალი განცხადება

29 ნოემბერი, 2017 • 17200
ამერიკას ჩვენთვის არასდროს უღალატია, რუსეთი ამდენი წელია გვეომება – მეუფე იაკობის ახალი განცხადება

“ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია ჩვენი თავისუფლების გზაზე. რუსეთი ამდენი წელია ღიად გვეომება, ამიტომ ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია”, – ეს განცხადება აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ქორეპისკოპოსმა იაკობმა გააკეთა. მის კომენტარს რ2 ავრცელებს.

აშშ-ში ვიზიტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დელეგაცია მართავს.

“ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით [აშშ-ში]. ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ ვიზიტს იმიტომ ჰქონდა, რომ ნახოს ამერიკამ, ჩვენმა სტრატეგიულმა [პარტნიორმა]. ღმერთმა სხვებიც ამრავლოს, [მაგრამ] ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია ჩვენი თავისუფლების გზაზე. რუსეთი რამდენი წელია ღიად გვეომება, ამიტომ ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია. ნახეს, რომ ეკლესიაც არ ვაპირებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებთან რაღაც დათმობებზე წასვლას. თავისუფლების გაყიდვა არაფრად გვიღირს”, – თქვა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი