ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველს პარლამენტი 29 ნოემბერს აირჩევს

29 ნოემბერი, 2017 • 1557
საქართველოს სახალხო დამცველს პარლამენტი 29 ნოემბერს აირჩევს

დღეს, 29 ნოემბერს, პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველს აირჩევს.

პარლამენტმა არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. პირველი კანდიდატია ნინო ლომჯარია, რომელიც უმრავლესობაში შემავალმა ექვსვე ფრაქციამ წარადგინა პოსტზე, ხოლო მეორეა ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” მიერ წარდგენილი გიორგი ფოფხაძე.

გიორგი ფოფხაძის კანდიდატურა ბიუროზე დღეს, 29 ნოემბერს, დარეგისტრირდა. მას ადამიანის უფლებათა კომიტეტში დღეს მოუსმენენ. რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, მას კომიტეტმა გუშინ, 28 ნოემბერს მოუსმინა.

“მზად ვართ, დღესვე განვიხილოთ ახალი კანდიდატურა… ასე რომ, დღესვე შეგვიძლია, კენჭი ვუყაროთ,” – განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი