ახალი ამბები

კალაძე: ნაგვის გატანამ თბილისში მოძრაობას ხელი არ უნდა შეუშალოს

29 ნოემბერი, 2017 • 1244
კალაძე: ნაგვის გატანამ თბილისში მოძრაობას ხელი არ უნდა შეუშალოს

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საყოფაცხოვრებო ნაგავი ისეთ დროს უნდა გაიტანონ, რომ საავტომობილო მოძრაობას ხელი არ შეუშალოს.

კალაძის თქმით, შესაძლოა ასეთი დრო ღამის საათები იყოს.

“მინდა მაია ბითაძეს დავავალო, “თბილსერვისის” ხელმძღვანელთან ერთად ორი კვირის ვადაში შეიმუშაოთ გეგმა ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით. მოხდეს ისე გატანა, რომ ქალაქში მოძრაობას ხელი არ შეუშალოს, ალბათ, ღამის საათებში. წარმოადგინეთ დეტალური გეგმა, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით. თუ საზოგადოების ჩართულობა იქნება საჭირო. როგორც ვიცი, ნარჩენების გატანა ხდება დილით, დღის საათებში, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. შესაბამისად, მოქალაქეების ინფორმირება თუ დაგვჭირდება, მოქალაქეების დახმარება, მზაობა არის. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი წერილი შემოდის ამასთან დაკავშირებით და თანადგომა საზოგადოების იქნება. მთავარია, ჩვენ წარმოვადგინოთ სწორი გეგმა და ხედვა, რა უნდა გაკეთდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი