ახალი ამბები

კალაძე: სამშენებლო წესების დარღვევაზე უმკაცრესი რეაგირება გვექნება

29 ნოემბერი, 2017 • 1512
კალაძე: სამშენებლო წესების დარღვევაზე უმკაცრესი რეაგირება გვექნება

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია ყურადღებას მიაქცევს უნებართვო ან დარღვევით წარმოებულ მშენებლობებს და თუ საჭირო იქნება, დემონტაჟის მოთხოვნასაც დააყენებს.

“რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მომდევნო წლების განმავლობაში, ეს არის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად 41-ე დადგენილებაში მივიღეთ ცვლილება. ახალი წესები მეტწილად სახანძრო უსაფრთხოებას ეხება. მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება, ამიტომ უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება ჩვენი მხრიდან სამშენებლო წესების დარღვევას. ამის გარდა, მინდა ყურადღება გავამახვილო უკანონო, უნებართვო და პროექტის დარღვევით მშენებლობებზე. ზედამხედველობის სამსახურს მინდა დავავალო, რომ იქნება მაქსიმალური ყურადღება ჩვენი მხრიდან და ძალიან მკაცრი ზომების მიღება, მათ შორის შენობის დემონტაჟის მიმართვა. ძალიან მოხშირდა ისეთი შენობა-ნაგებობები, რაც ამახინჯებს დედაქალაქის იერსახეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი