კალაძე: მერიის ზონალური საბჭო უნდა გაუქმდეს

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ იგი აუქმებს ზონალურ საბჭოს.

დღეს, 29 ნოემბერს, გამართულ მთავრობის სხდომაზე კალაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გაუქმდება არქიტექტურის სამსახურთან არსებული ზონალური საბჭო, მისი ზედამხდველობის ქვეშ მიიღებენ გადაწყვეტილებებს.

მერის თქმით, ეს იქნება დროებით, სანამ მერიაში სტრუქტურული ცვლილებები არ დასრულდება.

“საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე წლების განმავლობაში მიიღებოდა კონკრეტული განაშენიანების რეგულირების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით. ჩვენ დაწყებული გვაქვს სტრუქტურული რეფორმა, რომელიც ასევე შეეხება ურბანული პოლიტიკის ცვლილებასა და არქიტექტურის სამსახურის ფუნქციურ გარდაქმნას. ამ პროცესის დასრულებამდე ზონალური საბჭოს ფუნქციებს მერიის შესაბამისი სამსახურები ჩემი კონტროლის ქვეშ განახორციელებენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

არქიტექტურის სამსახურთან არსებული ზონალური საბჭო იღებდა რეკომენდაციებს ფუნქციური ზონების ცვლილებებთან დაკავშირებით კოეფიციენტების გაზრდაზე.

ზონალური საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება მერის ინიციატივაა, რომელსაც საკრებულოს თანხმობა სჭირდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com