ახალი ამბები

თელავში გამართულ პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

14 ივლისი, 2013 • • 996
თელავში გამართულ პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

პრაიმერში მონაწილეობა მიიღო 560–მა დელეგატმა, მეორე ადგილზე შოთა მალაშხია გავიდა, მესამეზე- გიორგი ბარამიძე, ხოლო მეოთხე ადგილზე- ზურაბ ჯაფარიძე. 

 

თელავში ჩატარებული პრაიმერის მთავარ საკითხს ადამიანთ უფლებები და მართლწესრიგის საკითხები წარმოადგენდა. 

 

“დღევანდელი დღე არის არა ერთი კანიდატის გამარჯვება, არამედ  ყველა იმ ადამიანის გამარჯვებაა, ვისაც უნდა, “ნაციონალური მოძრაობა” ჩამოყალიბდეს ახალ პარტიად, სადაც გადაწყვეტილებას იღებს  პარტიის ყველა წევრი და ხალხი. ჩვენ დღეს ვნახეთ ღია დებატები რთულ და მტკივნეულ თემებზე.  მოვისმინეთ განსხვავებული მოსაზრებები და თითოეულმა თქვენგანმა გააკეთა არჩევანი. ეს არის საზოგადოების და  პარტიის სიძლიერე, როდესაც ხალხი უსმენს და ირჩევს. ჩვენი გეგმაა, რომ მომავალში ყოველთვის ვიყოთ გახსნილი, რომ ხალხმა მოგვისმინოს და აგვირჩიოს. არ არსებობს რთული თემა, თუ ხალხს გულახდილად ელაპარაკები”– განაცხადა ბაქრაძემ. 

 

შეგახენებთ, რომ თელავში ჩატარებული პრაიმერი რიგირთ მესამე პრაიმერია. ქუთაისში და გორში გამართულ პრაიმერშიც დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერში დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია მონაწილეობენ. საპრეზიდენტო კანდიდატი ცნობილი ივლისის ბოლოს გახდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი