ახალი ამბები

განათლებისა და მეცნიერების მომავალი მინისტრის ბიოგრაფია

14 ივლისი, 2013 • • 2292
განათლებისა და მეცნიერების მომავალი მინისტრის ბიოგრაფია

დღეს, 14 ივლისს ცნობილი გახდა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილს მისი პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე შეცვლის. 

 

თამარ სანიკიძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენების და ლიტერატურის ფაკულტეტი,  ინგლისური ენა და ლიტერატურის სპეციალობით. მაგისტრის ხარისხი კი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში  (GIPA) სახელმწიფო მმართველობაში მიიღო. დაასრულა სერთიფიცირებულ ბუღალტერთა ასოცოაცია, გლაზგოს უნივერსიტეტის პროგრამა და მართვის ამერიკული ასოციაციის (AMA)  ფინანსური მოდელირების კურსი. 


თამარ სანიკიძე 1998–1999 წლებში  საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროში წამყვან სპეციალისტად მუშობდა, Black & Veatch (UK) LTD თბილისის გამრიცხველიანების პროექტში იყო სამშენებლო სამუშაოების შემფასებელი და მოგვიანებით ფინანსური დირექტორის მოადგილე. 

 

2003–2005 წლებში   სს თელასის, ქსელის განვითარების დეპარტამენტში   ეკონომისტის პოზიციაზე მუშაობდა, მის კომპეტენციაში შედიოდა დაგეგმარება, კოორდინაცია და  ბიუჯეტის კონტროლი. 


ურბანული ინსტიტუტის წარმომადგენლობა საქართველოში (UI), ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროექტში  (CELD) სხვადასხვა დროს იკავებდა  რესურსების მართვის პროგრამის კოორდინატორის, შესყიდვების მენეჯერის და ფინანსური დირექტორის პოზიციებს.     


საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში GIPA  აგრარული განვითარების პროგრამის  (GRDP) ფინანსური მენეჯერი იყო. 2010 წლიდან 2012 წლამდე კი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ფინანსური დირექტორი. 


სერთიფიცირებულ ბუღალტერთა ასოცოაციაციაში 2008 წლიდან დღემდე  კორპორატიული და ბიზნესსამართლის ლექტორია. 


ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 


წყარო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 

 



 

მასალების გადაბეჭდვის წესი