ახალი ამბებისაზოგადოება

მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ მორთო [ფოტო]

28 ნოემბერი, 2017 • 3669
მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ მორთო [ფოტო]

ტრადიციისამებრ, თეთრი სახლი სადღესასწაულოდ მოირთო. საშობაო დეკორაციების დიზაინი აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს ეკუთვნის.

მელანია ტრამპმა თეთრ სახლში სამხედრო ბაზა “ენდრიუსში” მცხოვრები ბავშვები და სტუდენტები მოიწვია და მათთან ერთად საშობაო დეკორაციების შექმნაში მიიღო მონაწილეობა. თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წლევანდელი გაფორმებით მელანია ტრამპს სურდა, თეთრი სახლის ტრადიციები წარმოეჩინა.

დეკორაციები მოიცავს 71 საშობაო გვირგვინს, 53 ნაძვის ხეს, 18,000-ზე მეტ საშობაო ნათურას და 12 000-ზე მეტ ორნამენტს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი