ახალი ამბები

‘საქართველოს უნივერსიტეტის’ შვილობილ კომპანიას დასაქმებულმა სასამართლო დავა მოუგო

28 ნოემბერი, 2017 • 2177
‘საქართველოს უნივერსიტეტის’ შვილობილ კომპანიას დასაქმებულმა სასამართლო დავა მოუგო

სოლიდარობის ქსელის ინფორმაციით, დასაქმებულმა “საქართველოს უნივერსიტეტის” შვილობილ კომპანიას სასამართლო დავა მოუგო.

სოლიდარობის ქსელის ცნობით, დათო სამნიაშვილი დასაქმებული იყო საქართველოს უნივერსიტეტის შვილობილ კომპანია „შპს იუჯი წიგნების“ მაღაზიაში „ნოველა“. იგი 2016 წლის 30 მაისს კომპანიის დირექტორმა დაითხოვა.

დათო სამნიაშვილმა მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა უკანონოდ დათხოვნით და სასამართლოს მიმართა. მის უფლებებს სასამართლოში დავით ომსარაშვილი და ოთარ ხუციშვილი იცავდნენ.

სოლიდარობის ქსელის ინფორმაციით, 2017 წლის 17 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა დავით სამნიაშვილის სარჩელი – სასამართლომ უკანონოდ ცნო „შპს იუჯი წიგნების“ მიერ დავით სამნიაშვილის სამსახურიდან დათხოვნა და კომპანიას დააკისრა დასაქმებულისათვის 7 თვის განაცდურის ანაზღაურება, რამაც 3500 ლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი