ახალი ამბები

სუს-ი სპეცოპერაციისას ადამ გუმაშვილის გარდაცვალებას უარყოფს

28 ნოემბერი, 2017 • 2303
სუს-ი სპეცოპერაციისას ადამ გუმაშვილის გარდაცვალებას უარყოფს

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი ადამ-გურამ გუმაშვილი მეკლეს, რასაც სუს-ი უარყოფს. როგორც ნეტგაზეთს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილთა შორის ადამ-გურამ გუმაშვილი არ არის.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა ადამ-გურამ გუმაშვილის ბიძას, ზაურ გუმაშვილს. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი ძმისშვილი მოკლეს, არის სიცრუე. როგორც ზაურ გუმაშვილი აცხადებს, ადამ-გურამ გუმაშვილი ცოცხალია, თუმცა ვერ/არ გვეტყვის, სად იმყოფება. ზაურ გუმაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია ადამ-გურამ გუმაშვილის ძმისგან, ზელიმხან გუმაშვილისგან აქვს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

  • ადამ გუმაშვილი [ფაიზულა ალ-შიშანი] ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძვის. “დეილი ბისტის” ცნობით, ადამ გუმაშვილი ტერორისტული ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერია. როგორც ამბობენ, ფაიზულა ალ-შიშანს ე.წ იუსტიციის მინისტრის თანამდებობა აქვს.
  • ადამ-გურამ გუმაშვილმა 2013 წელს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს რიგებში საბრძოლველად მისი 18 წლის შვილი, სულთან გუმაშვილიც წაიყვანა, რომელიც 2016 წლის აგვისტოში მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი