ახალი ამბები

პატრიოტთა ალიანსი ომბუდსმენობის კანდიდატად გიორგი ფოფხაძეს ასახელებს

28 ნოემბერი, 2017 • 4702
პატრიოტთა ალიანსი ომბუდსმენობის კანდიდატად გიორგი ფოფხაძეს ასახელებს

პატრიოტთა ალიანსის საპარლამენტო ფრაქცია სახალხო დამცველის თანამდებობაზე ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას დაასახელებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ განაცხადა.

“ფოფხაძემ არაერთი წვლილი შეიტანა საააკაშვილის რეჟიმის დამხობაში და, სხვათა შორის, ციხის კადრების ევროპაში გავრცელებაში სწორედ გიორგი იღებდა მონაიწლეობას”, – განაცხადა ლომიამ.

საპარლამენტო უმრავლესობა ამ თანამდებობაზე მხარს ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დაუჭერს, საპარლამენტო უმცირესობა პროცესში მონაწილეობას არ აპირებს, ხოლო ენმ-ის პოზიცია ამ დრომდე უცნობია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი