ახალი ამბებიეკონომიკა

ქუმსიშვილი: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება პირველი იანვრიდან ამოქმედდება

28 ნოემბერი, 2017 • 2086
ქუმსიშვილი: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება პირველი იანვრიდან ამოქმედდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. მოგეხსენებათ, რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ საქართველოს პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა აღნიშნულ შეთანხმებას, ხოლო დღეს უკვე ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ დაგვიდასტურა, რომ პირველი იანვრიდან ძალაში შევა სრულყოფილად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის რესპუბლიკასთან,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი