ახალი ამბები

ბორჯომში 12 უკანონო სახერხი და მოჭრილი ხეები აღმოაჩინეს

28 ნოემბერი, 2017 • 1424
ბორჯომში 12 უკანონო სახერხი და მოჭრილი ხეები აღმოაჩინეს

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

სამინისტროს ცნობით, სოფლებში – მზეთამზე, ახალდაბა, ყვიბისი, გუჯარეთი, ჭობისხევი – ასევე, დაბა წაღვერსა და დაბა არდაგანში, საცხოვრებელ სახლის ეზოებში, მოქალაქეებს მოწყობილი ჰქონდათ უკანონო სახერხი საამქროები.

ოფიციალური ინფრომაციით, შემოწმების შედეგად ამოღებულია 12 არარეგისტრირებული, ე.წ. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, 35 მ3-მდე უკანონოდ მოპოვებული ხის მორი და 10 მ3-მდე უკანონო ფიცარი.

სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაანგარიშება, ამოღებული სახერხი დანადგარები კი გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი