ახალი ამბები

აშშ–ის ელჩი: მთავრობისგან დამოუკიდებელი ომბუდსმენი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია

27 ნოემბერი, 2017 • 1393
აშშ–ის ელჩი: მთავრობისგან დამოუკიდებელი ომბუდსმენი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია

აშშ–ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიის გამჭვრვალეობის მისაღწევად მთავრობისგან დამოუკიდებელი სახალხო დამცველი არსებითად მნიშვნელოვანია.

“ჩვენ მართლაც გვინდა, რომ საქართველოს დემოკრატიამ მიაღწიოს წარმატებას გამჭვირვალეობის კუთხით, ხოლო სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის უმნიშვნელოვანესი ამ მიზნის მისაღწევად. იმისთვის, რომ სახალხო დამცველი იყოს ეფექტიანი, იგი უნდა იყოს დამოუკიდებელი მთავრობისგან და იდგეს მყარ მორალურ პრინციპებზე. მსიამოვნებს, რომ ამ საკითხზე გაიმართა დისკუსიები სამოქალაქო საზოგადეობასთან. ველოდებით მოვლენთა განვითარებას, თუ როდის დასახელდება ახალი სახალხო დამცველი”, – განცხადა აშშ–ის ელჩმა.

აღნიშნული განცხადება იან კელიმ პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი