ახალი ამბები

ნინო ლომჯარია ძალიან კრიტიკული და ამავე დროს ობიექტური ომბუდსმენი იქნება – მდინარაძე

27 ნოემბერი, 2017 • 2091
ნინო ლომჯარია ძალიან კრიტიკული და ამავე დროს ობიექტური ომბუდსმენი იქნება – მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა ხელისუფლების წინაშე არსებობობს ცდუნება, მათ მიერ მოწონებული და მათი ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი აირჩიონ. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ამ ცდუნებას არ აჰყვება, რადგან ქვეყანაში დემოკრატია სურს და ფიქრობს მომავალზე.

“აპრიორი რაც ვიცით – ნინო ლომჯარია იქნება ძალიან კრიტიკული, ის ამავე დროს არის ობიექტური ადამიანი, პროფესიონალი და კარგი იურისტი. ამიტომ საპარლამენტო
უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ სწორედ ის იყოს წარდგენილი სახალხო დამცველის კანდიდატად,” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი