ახალი ამბები

ანონსი: 27 ნოემბერი

26 ნოემბერი, 2017 • 1721
ანონსი: 27 ნოემბერი

10:00 – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრს ვოლოდიმირ გროისმანს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.


11:00 – სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” სახალხო დამცველი 5 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.


11:00 – საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა კონსტიტუციურ ორგანოებთან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გაუძღვება

თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)


11:00 – იურიდიულ საკითხთა კომიეტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან, როზარია პუილისთან

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი


11:30 – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და უკრაინის პრემიერმინისტრები მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.


13:00 – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართება არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართება.

მისამართი: ქ. თბილისი, ასათიანის 9


13:45 – საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული


15:00 –  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.


15:00 – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)


16:00 – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის შეხვედრა პარლამენტის სტაჟიორებთან

თბილისი, კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)


16:30 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა უკრაინის პრემიერმინისტრთან, ვოლოდიმირ გროისმანთან

თბილისიდავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართულიბიუროს ოთახი


18:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება

თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)


19:00  – შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, გაიმართება ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის (Museum Angewandte Kunst) კურატორის, დოქტორ მარეთ კუფკას საჯარო ლექცია.  მარეთ კუფკა ისაუბრებს მის კურატორულ საქმიანობაზე მუზეუმის ფარგლებში და ასევე წარმოგვიდგენს თანამედროვე ქართული მოდის, ხელოვნების, მუსიკის და დიზაინის  გამოფენის პროექტს, რომელიც 2018 წლის სექტემბერში ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის კულტურული პროექტის ფარგლებში გაიმართება.

მისამართი: თბილისი, ზანდუკელის ქ. 16 (საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი)​

მასალების გადაბეჭდვის წესი