ივანიშვილი: მოსამართლეებს უნდა შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი

ბათუმის “შერატონში” საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს შეხვდა. 

შეხვედრის შემდეგ მედიისთვის კომენტარი გაკეთდა, სადაც პრემიერ–მინისტრმა მოსამართლეებისთვის ხელფასების გაზრდაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, მოსამართლეებს მეტი კომფორტი უნდა შეექმნათ:  

“კუბლაშვილთან ერთად დღეს პირველად შევხვდი ბატონ ლევან მურუსიძეს, რომელიც გახლავთ იუსტიციის საბჭოს მდივანი. დავრწმუნდი კიდევ ერთხელ, რომ სასამართლოში არის ძალიან ბევრი ჯანსაღი, ძალიან ბევრი პროგრესული კადრი. პირველი შეხვედრის შემდგომ განცხადებებს გავაგრძელებ. ჩვენ გვაქვს პრინციპული დამოკიდებულება, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და საქართველოში უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო, რაც წლების განმავლობაში აკლდა ჩვენს ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ ბატონ კოტეს ხელეწიფება დაარწმუნოს ჩვენი საზოგადოება, ბატონი ლევანიც და სხვა გუნდის წევრებიც. მათ ქონდათ არჩევნები, ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩატარდა არჩევნები სასამართლოში, პარლამენტმა დაამტკიცა სხვა იუსტიციის საბჭოს წევრები. ის განწყობა, რაც აქვს ბატონ კოტეს და რაც აქვს ბატონ ლევანს, საჭიროა ახლა მივიტანოთ თითოეულ მოსამართლემდე ისე, რომ მთავრობა და პირადად მე, მთავრობის მეთაური, პრინციპულ პოზიციას ვიჭერ, რომ არ გაბედოს როგორმე და არ მოახდინოს ზედმეტი გავლენა მთავრობამ სასამართლოზე.”

 

ივანიშვილის განცახდებით, სასამართლოს უნდა შეექმნას  მაქსიმალური კომფორტი: ” სასამართლოს და მოსამართლეს, რომ ისინი ნაკლებად დამოუკიდებელნი იყვნენ, მატერიალურად, მათ უნდა ჰქონდეთ ყველაზე კარგი პირობები, თუ გნებავთ, საქართველოში. მთელი საზოგადოება უნდა განვითარდეს ჰარმონიულად, წინმსწრებად. თუ ვინმე უნდა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, ეს უნდა იყოს სასამართლო და ესენი უნდა იყვნენ მოსამართლეები. რაც განვაცხადე ერთხელ, მაქსიმალურად გავუზრდით ხელფასებს, რაც შესაძლებელია ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ჩვენი რეალობიდან. მაქსიმალურად გავუუმჯობესებთ სოციალურ პირობებს, ეს მანქანები იქნება თუ სხვა ტიპის ჯანდაცვის დახმარებები, რომ მოსამართლეებმა იგრძნონ თავი დაცულად, დამოუკიდებლად და თითოეულ მოსამართლემდე მივიდეს ის სულისკვეთება, რაც აქვს ბატონ კოტეს და აქვს ბატონ ლევანს. ყველა მოსამართლემ უნდა იგრძნოს რომ დღევანდელ მთავრობას, თუ გნებავთ, პოლიტიკურ ლიდერსაც, რომელსაც მე წარმოვადგენ, გვაქვს ეს განცდა, რომ სასამართლო და ყველა მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი თავისი გადაწყვეტილების მღებაში. პირველ რიგში, სასამართლო უნდა გრძნობდეს ამას.  როგორც ბატონმა ლევანმა თქვა დღეს, რომ ამ სულიკვეთებას შეეცდება მიიტანოს ყოველ მოსამართლემდე, რომ იგრძნონ თავისი დამოუკიდებლობა. გადაწყვეტილების მიღების პროცესი მათთვის იყოს აბსოლიტურად მათზე დამოკიდებული და არა სვა რამე გარე ძალებზე. აი, დაახლოებით ესეთი საუბარი გქვონდა. ბატონ ლევანს და ბატონ კოტეს ჰქონდა სხვა ინიციატივებიც, ისინი თვითონ მოგიყვებიან.”

 

მედიასთან კომენტარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომერე კოტე კუბლაშვილმაც გააკეთა:”ბატონმა პრემიერ–მინისტრმა ადრეც განაცხადა ხელფასების მატების აუცილებლობის შესახებ. ეს მართლაც მნიშნელოვანია იმიტომ, რომ ფინანსური დამოუკიდებლობა სასამართლო სისტემის არის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი, საერთოდ, სასამართლო დამოუკიდებლობის. ამიტომ ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ახლანდელი ოდენობა ხელფასების ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას და უნდა გაიზარდოს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში სწორედ გაზრდილი ხელფასების ოდენობა აისახება”. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი