ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზიის ფინალური კონცერტი დღეს გაიმართება

26 ნოემბერი, 2017 • 1697
საბავშვო ევროვიზიის ფინალური კონცერტი დღეს გაიმართება

დღეს, 26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიის ფინალური კონცერტი, რომელიც პირველად იმართება საქართველოში, ოლიმპიურ სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.

საბავშვო ევროვიზია 2017-ზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა “ჩემი გულის ხმა” დაიწერა. კონკურსში სულ 16 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

“საბავშვო ევროვიზია 2017-ის დამდგმელი რეჟისორი გორდონ ბონელო იქნება. ბონელო უკვე 4 წელია თანამშრომლობს ევროპის მაუწყებელთა კავშირთან და 2014 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საბავშვო ევროკონკურსის მასშტაბურ შოუს დგამს. ფინალური კონცერტის წამყვანები ლიზა ჯაფარიძე და ელენე კალანდაძე იქნებიან. 

გასულ წელს მალტაში გამარჯვება ქართველმა კონკურსანტმა მარიამ მამადაშვილმა მოიპოვა სიმღერით „მზეო”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი