ახალი ამბები

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

25 ნოემბერი, 2017 • 3523
ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი