ახალი ამბები

კალაძე: სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული შენობიდან მოსახლეობამ კუთვნილი ნივთები გაიტანა

25 ნოემბერი, 2017 • 1671
კალაძე: სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული შენობიდან მოსახლეობამ კუთვნილი ნივთები გაიტანა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გაბრიელ სალოსის მეექვსე შესახვევში მდებარე კორპუსიდან, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად დაზიანდა, მოსახლეობამ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების დახმარებით საკუთარი ნივთები გაიტანა. კალაძის თქმით, ამ დროისთვის ალტერნატიულ საცხოვრებელში 21 ოჯახია გადაყვანილი. მერია კი ექსპერტების დასკვნას ელოდება, ევემდებარება თუ არა დაზიანებული კორპუსი აღდგენას, რის შემდეგაც შესაბამისი სამუშაოები დაიწყება.

“როგორც კი ექსპერტ-კრიმინალისტები დაასრულებენ თავიანთ სამუშაოებს, ჩვენ პირველი, რასაც გავაკეთებთ, ეს არის ჩვენი, მერიის ლაბორატორია დაიწყებს მუშაობას და გავიგებთ, რამდენად შეესაბამება ეს კორპუსი აღდგენას. თუ გვექნება დადებითი დასკვნა, დაუყოვნებლივ დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშოებს. მოქალქეებმა მოგვმართეს თხოვნით, უნდოდათ საკუთარი ნივთების გამოტანა. მადლობა მინდა ვუთხრა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს, რომ ამ ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა, ასულიყვნენ ოჯახებში და საკუთარი ნივთები გამოეტანათ” – თქვა კახა კალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსახლეობას კი სპეცოპერაციის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ჰპირდება.


21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. სპეცოპერაციის ფარგლებში ერთი პირია დაკავებული ინიციალებით ს.დ.. დაკავებული პირის მიმართ გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის 3231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი