ახალი ამბები

ომბუდსმენი ბათუმის ხანძარზე: უნდა შემოწმდეს ქვეყანაში მოქმედი ყველა სასტუმრო

25 ნოემბერი, 2017 • 1640
ომბუდსმენი ბათუმის ხანძარზე: უნდა შემოწმდეს ქვეყანაში მოქმედი ყველა სასტუმრო

საქართველოს სახალხო დამცველი ბათუმში, სასტმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთ ოჯახებს უსამძიმრებს, სახელმწიფოს კი სახანძრო უსაფრთხოების მკაცრი მონიტორინგისკენ მოუწოდებს.

უჩა ნანუაშვილის თქმით, სასტუმროს უსაფრთხო ფუნქიონირებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ სასტუმროს პერსონალი, არამედ – სახელმწიფოც. აღნიშნული უმძიმესი შემთხვევა კი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების საფუძველი უნდა გახდეს, რათა უსაფრთოების წესების დაცვის მიზნით შემოწმდეს ქვეყანაში მოქმედი ყველა სასტუმრო თუ სასტუმრო სახლი:

“საქართველოს სახალხო დამცველი აქამდეც არაერთხელ მოუწოდებდა ხელისუფლებას სახანძრო უასფრთხოების მკაცრი მონიტორინგისკენ. სასტუმროს უსაფრთხო ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ სასტუმროს პერსონალი, არამედ – სახელმწიფოც. აღნიშნული უმძიმესი შემთხვევა ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების საფუძველი უნდა გახდეს, რათა უსაფრთოების წესების დაცვის მიზნით შემოწმდეს ქვეყანაში მოქმედი ყველა სასტუმრო თუ სასტუმრო სახლი” –  თქვა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ხანძრის გამომწვევი მიზეზების სწრაფი და ეფექტური გამოძიება. როგორც ცნობილი გახდა, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

“პირველ რიგში, გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს, გათვალისწინებული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები სასტუმროს მშენებლობის პროცესში და მშენებლობის პროექტის დამტკიცებისას მოთხოვნილი იყო თუ არა აღნიშნული წესების დაცვა შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მიერ. თუკი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა მოთხოვნილი არ იყო, ანდა მოთხოვნის მიუხედავად, გათვალისწინებული არ ყოფილა, უნდა დადგინდეს და გამოვლინდეს იმ თანამდებობის პირთა ვინაობა, ვინც სასტუმროს მშენებლობის და ფუნქციონირების ნებართვა გასცა” – ამბობს ომბუდსმენი.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გუშინ, 24 ნოემბერს მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი