ახალი ამბები

ხანძარი ‘ლეოგრანდში’: საავადმყოფოში გადაყვანილია 10 ადამიანი

24 ნოემბერი, 2017 • 1811
ხანძარი ‘ლეოგრანდში’: საავადმყოფოში გადაყვანილია 10 ადამიანი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმრო “ლეოგრანდში” მომხდარი ხანძრის შედეგად საავადმყოფოებში გადაყვანილია 10 ადამიანი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორი მოტეხილობით გადაიყვანეს, სხვებს დაკვამლებისგან ინტოკსიკაცია აღენიშნებათ.

სასტუმრო “ლეოგრანდთან” კვლავაც მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადები. ჯერჯერობით სასტუმროში კვლავა რჩებიან ადამიანები, რომელთა გამოყვანაზეც მუშაობენ სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად დღეს ოთხი ადამიანი დაიღუპა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველების თქმით, ხანძარი სასტუმროს სამზარეულოს ბლოკში გაჩნდა.

“ლეოგრანდი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმროა ბათუმში.

მასალების გადაბეჭდვის წესი