ახალი ამბები

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

24 ნოემბერი, 2017 • 1802
ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-ს ცნობით, სასტუმრო “ლეოგრანდში” მომხდარი ხანძრის თაობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოე ნაწილის მიხედვით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

შსს-ს ცნობით, სასტუმრო “ლეოგრანდში” მომხდარი ხანძრის გამო ვიცეპრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბათუმში გაემგზავრნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს.

მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

წინასწარი მონაცემებით, ხანძარს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერლა, ხოლო სამი მეხანძრე-მაშველი და სასტუმროს სტუმრები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, „112“-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით.

პოლიციის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთნენ მეხანძრე-მაშველები და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან. .

მასალების გადაბეჭდვის წესი