ახალი ამბები

ეგვიპტის მეჩეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა

24 ნოემბერი, 2017 • 1976
ეგვიპტის მეჩეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა

დღეს, 24 ნოემბერს ეგვიპტის მეჩეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, 23 საათის მდგომარეობით, 235-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 109 ადამიანია.

CNN-ის ცნობით, ამ ტერაქტს ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა, რომელიც ოდესმე ეგვიპტის ტერიტორიაზე მომხდარა.

BBC-ის თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ბირ ალ აბედის ქალაქში აფეთქება პარასკევის ლოცვების დროს მოხდა, ხოლო ადგილობრივი პოლიციის თქმით, შეიარაღებული პირები, რომლებმაც შეკრებილ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, ოთხი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელების სამიზნე მეჩეთში მყოფი ეგვიპტის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები იყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი