ახალი ამბები

აფეთქება ეგვიპტის მეჩეთში, არის მსხვერპლი

24 ნოემბერი, 2017 • 1786
აფეთქება ეგვიპტის მეჩეთში, არის მსხვერპლი

ეგვიპტეში, სინაის პროვინციაში, შეიარაღებულმა პირებმა ბომბი ააფეთქეს და ცეცხლი გაუხსნეს მეჩეთში შეკრებილ მოქალაქეებს. ამის შესახებ BBC იუწყება.

BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 184 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 125 დაიჭრა. გამოცემის თანახმად, თვითმხილველები ამბობენ, რომ ბირ ალ აბედის ქალაქში აფეთქება პარასკევის ლოცვების დროს მოხდა, ხოლო ადგილობრივი პოლიციის თქმით, შეიარაღებული პირები, რომლებმაც შეკრებილ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, ოთხი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელების სამიზნე მეჩეთში მყოფი ეგვიპტის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები იყვნენ.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას აფეთქების უკან. ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი მომხდართან დაკავშირებით სპეციალურ შეხვედრას გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი