ახალი ამბები

კალაძე დევნილებს პრემიერთან შუამდგომლობას შეპირდა

11 ივლისი, 2013 • 1204
კალაძე დევნილებს პრემიერთან შუამდგომლობას შეპირდა

 

დევნილებმა კახა კალაძეს უთხრეს, რომ ისინი ჯერ კიდევ ქირით ცხოვრობენ და   საცხოვრებელი ადგილის პრობლემები განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ექმნებათ: „როცა ქალაქში დამსვენებელი ჩამოდის და ბინის ფასი იმატებს, მეპატრონეები გარეთ გვიშვებენ.“

 

კახა კალაძემ თითოეული მათგანის მონათხრობი მოისმინა, მათ შორის ერთ-ერთის ტელეფონის ნომერიც ჩაიწერა და  შეხმიანებას დაპირდა.

 

 

 „მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემი მხრიდან და დარახველიძესთანაც ვუშუამდგომლებ დევნილებს. 80 ოჯახი, რომელიც 2006 წელს იქნა გამოსახლებული სასტუმროებიდან, დღეს  ყველა არის უსახლკაროდ და მათ ქირით აქვთ ბინები აღებული. ისინი სახლებს ითხოვენ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი  პრობლემა ქვეყანაში  და ამ მიმართულებით მუშაობა ახალ ხელისუფლებას დაწყებული აქვს. მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება საცხოვრებელი კორპუსების აშენება იმისათვის, რომ ყველა იძულებით გადაადგილებული პირი იყოს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით.“ – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

დევნილებმა კახა კალაძეს, იმის დასადასტურებლად, რომ ახალაშენებულ კორპუსებში ივანიშვილის შეპირებისამებრ ბინებს მიიღებდნენ, წერილობითი დოკუმენტის გაცემა სთხოვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი