ახალი ამბები

რას სთავაზობს პრეზიდენტი იმ პირებს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

11 ივლისი, 2013 • • 976
რას სთავაზობს პრეზიდენტი იმ პირებს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა
 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გადმოგზავნილი დასკვნების საფუძველზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს 10 ათასზე მეტ მოქალაქეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პირები წარმოადგენენ როგორც ეთნიკურ ქართველებს, ისე საქართველოს ეთნიკიურ უმცირესობას. საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეობის შეწყვეტის შემდეგ მათ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს. ეს განცხადება მათ უნდა წარადგინონ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოში (იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ერთეულში), საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. განცხადებების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც. ჩვენი მიზანია, რომ ისინი დამატებითი სირთულეების წინაშე არ აღმოჩნდნენ საქართველოს მოქალაქეობის იძულებით დატოვების გამო. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ზემოაღნიშნულ პირებს ყოველგვარი  დაბრკოლების გარეშე მიანიჭოს მოქალაქეობა“, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი