ახალი ამბები

დახურული სხდომა პარლამენტში ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატზე

11 ივლისი, 2013 • • 1025
დახურული სხდომა პარლამენტში ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატზე

ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ქვეყნისთვის ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია:

 

“გარდა იმისა, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად ჟენევის პროცესის მიმდინარეობაზე, ტენდენციებზე და ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს, ანუ, როგორ შეიძლება ეს პროცესები განვითარდეს, რამდენიმე საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება. განსაკუთრებით კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჟენევის ფორმატი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფორმატი ერთადერთია რუსეთ- საქართველოს შორის მოლაპარაკებებისთვის იმ საკითხებზე, რომელიც ეხება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ თემებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმარებაში, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. საერთაშორისო თანამონაწილეობით ჰუმანიტარული ჯგუფის მუშაობსაც შევეხეთ და აღვნიშნეთ, რომ დევნილთა დაბრუნების თემა არის ცენტრალური თემა და არგუმენტები, რომელიც აქამდე გვესმოდა, თითქოს იმის საბაბად, რომ ეს თემა არ ყოფილიყო განხილული ჟენევაში, არ არის მისაღები და რაციონალური. გენერალურ ასამბელაზე გადის რეზოლუცია, რომელიც პოლიტიკურად და სამართლებრივად ადასტურებს საერთაშორისო თანამეგობრობის სახელით, რომ ეს არის ხელშეუხებელი უფლება და  მოსწონს ვინმეს, თუ არ მოსწონს, ამის უფლებას ვერანაირად ვერ წაართმევს. ჟენევაში სწორედ ამ რეზოლუციიდან გამომდინარე არის რეკომენდაცია, რომ პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე დავიწყოთ მუშაობა.”

 

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო:

 

“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ძალიან ბევრი დეტალი განვიხილეთ. საინტერესო შეკითხვები იყო დასმული, როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან. ნაკლები იყო პოლიტიკური კამათი და განცხადებები, საქმიანად ჩაიარა და უამრავ დეტალში პარლამენტის სამი კომიტეტი და კომისია გაერკვა და თავისი რეკომენდაციები, თავისი მოსაზრებები გამოთქვეს.”

 

საპარალემნტო უმრავლესობის წევრის ზურაბ აბაშიძის თქმით, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი ძალიან რთული ფორმატია, თუმცა ის არ შეიცვლება:

 

“დახურულ  ფორმატში  ვისმენთ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესებს, რაუნდებს, რომელიც გაიარა საქართველოს წინა ხელისუფლებამ და დღესაც საქართველოს ახალი ხელისუფლება ჩართულია ამ პროცესში. ეს ფორმატი საკმაოდ რთული ფორმატია. არ დავმალავთ ამას, რომ ყველანაირი მცდელობა არის რუსეთის ფედერაციიდან, რომ ამ მოლაპარაკების პროცესს მაინც გაექცეს და რეალურად მარიონეტ ხელისუფლებასაც ამ მიმართულებით იყენებს, მაგრამ ჩვენთვის არის ძალიან პრინციპული ფორმატი. ჩვენ ყველანი ვცდილობთ საერთაშორისო საზოგადოებას დავანახოთ ის, რომ სწორედ რუსეთი არღვევს ყველა იმ შეთანხმებას, რაც იყო დადებული 2008 წლის აგვისტოში. და ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი მხრიდან პროცესები წარიმართოს  იმ ოკუპაციის ზოლზე, სადაც  დღეს არის საკმაოდ მძიმე ვითრება, ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის ჰუმანიტარული, კულტურლი უფლებები“.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს საკუთარ კალაპოტში მოაქციოს და უარი ათქმევინოს ყველანაირ საერთაშორისო დახმარებაზე:

 

“როცა გამოდის პრემიერ- მინისტრი და ამბობს, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს რუსეთისკენ და ისინი კიდე მავთულხლართებს აბამენო, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გააველებენ და კიდე უფრო მეტსაც იზამენ. ყველა ის ფორმატი, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობა მონაწილეობს, მათ შორის ჟენევის ფორმატიც, ეცდებიან, რომ  რამენაირად მოკლან.  ქართული მხარე აიძულონ,  რუსულ კალაპოტში ჩაეტიოს და  საერთშორისო  დახმარებაზე აქცენტირება აღარ ქონდეს. იმედი მაქვს, რომ ის ნაწილი აღმასრულებელი ხელისუფლებისა, რომელსაც ბატონი ზალკანიანი წარმოადგენს, ამაზე არ დათანხმდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი